Find local producers by category

📍🏔️,,ჯანღი”-ტრადიციული თუშური გუდის ყველი გომეწრის ხეობიდან. 🧀საუკუნოვანი ტრადიცია თქვენს სუფრაზე. 📩შეკვეთისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში.
View Profile →
Nuss-ნუსი ახალგაზრდა მეწარმის, იაკობ ჩხიკვაძის წამოწყებაა, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ტრადიციული კულინარიის ნამდვილი გემოების გაცოცხლებას. "ჩვენი მთავარი სათქმელი მარტივია: ნამდვილი ერბო მზადდება მხოლოდ მაღალი ხარისხის კარაქისგან, მოთმინებითა და ტრადიციული ტექნოლოგიების დაცვით. ჩვენი ერბო სუფთა, ბუნებრივი და ჯანსაღია. გვჯერა, რომ ნამდვილი ხარისხი იქმნება მაშინ, როცა საქმეს დიდი სიყვარულით და გულმოდგინებით ეკიდები. "ნუსის" თითოეული ქილა შეიცავს იმ საუკეთესო გემოს, რომელიც ბავშვობის მოგონებებს და სოფლის ნამდვილ პროდუქტს გაგახსენებთ.
View Profile →
ჩვენი საოჯახო წარმოება წალკის რაიონის სოფელ ბარეთში მდებარეობს და მომხმარებელს ნატურალურ სოფლის რძის პროდუქტებსა და ტრადიციულ ქართულ გემოებს სთავაზობს. ჩვენ გვაქვს საკუთარი საძოვარი მიწები, სადაც ჩვენი საქონელი თავისუფლად ბალახობს. სწორედ ამიტომ, ჩვენი რძე და მისგან დამზადებული პროდუქტები გამოირჩევა ბუნებრივი გემოთი, სისუფთავითა და მაღალი ხარისხით. ყველი მზადდება ახალი, ნატურალური რძისგან, ტრადიციული მეთოდებითა და დიდი ყურადღებით, რათა თითოეულმა პროდუქტმა შეინარჩუნოს ავთენტური გემო და ხარისხი.
View Profile →
AURUM GHEE არის პრემიუმ ხარისხის ერბო, დამზადებული ყურადღებით შერჩეული მაღალი ხარისხის 82% ნაღების კარაქისგან. ჩვენი მიზანია მომხმარებელს შევთავაზოთ სუფთა, არომატული და ხარისხიანი პროდუქტი, რომელიც ყოველდღიურ კერძებს განსაკუთრებულ გემოსა და არომატს შემატებს.
View Profile →